ფეხბურთი

13:35 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მედია: ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკსაც" ტოვებს და ესპანეთსაც

საქართველოს ნაკრებისა და ტარაგონას “ხიმნასტიკის” მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძის ირგვლიც სატრანსფერო სიახლეები არ სრულდება. ამჯერად ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიულ “ლუცერნს” დაუკავშირეს.

ადგილობრივი გამოცემა LuzernZeitung-ი წერს, რომ კაკაბაძე “ლუცერნში” გადავიდა.

ხსენებული წყაროს იტყობინება, რომ კაკაბაძე უკვე ლუცერნშია, თუმცა კვირას, “გრასჰოპერსთან” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან საბუთების ბოლომდე წესრიგში მოყვანა ვერ ესწრება. გვარცელებული ინფომაციით, სვეიცარიულ გუნდს კაკაბაძის ტრანსფერი ნახევარ მილიონ ევროზე ოდნავ მეტი დაუჯდა.

ტრანსფერს “ლუცერნი” ოფიციალურად ამ დროისთვის არ ადასტურებს. “ხიმნასტიკის” გენერალური დირექტორი ლუის ფაბრეგასი კი ადასტურებს, რომ კაკაბაძემ შესაძლოა, 30 აგვისტომდე გუნდი დატოვოს:

“არის გუნდი, რომელიც სერიოზულადაა დაინტერესებული და შესაძლოა, 30 ივნისამდე მან დაგვტოვოს”, - განაცხადა ფაბრეგასმა.

23 წლის კაკაბაძეს აქამდე ლა ლიგის ბინადარ “ხეტაფეს” უკავშირებდნენ. რაც შეეხება “ლუცერნს”, ამ გუნდში ერთი ქართველი უკვე ირიცხება ვაკო გვილიას სახით. ოთარმა გასულ სეზონში გამორჩეულად კარგად ითამაშა და ლა ლიგა 2-ში "ნასტიკს" 1 გოლითა და 6 საგოლე პასით შეეწია.

0.116966