ფეხბურთი

12:17 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ანდრეი ლუნინი გაანათხოვრა

მადრიდის “რეალმა” მიმდინარე ზაფხულს შეძენილი ანდრეი ლუნინი გაანათხოვრა. 19 წლის ნიჭიერი უკრაინელი მეკარე დამდეგ სეზონს იჯარის წესით “ლეგანესში” გაატარებს, რომლის 99-ნომრიანი მაისური უკვე მოირგო.

ლუნინი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ მიიჩნევა და “სამეფო კლუბმა” “ზორიადან” გაიფორმა. უკრაინელს მადრიდულ გრანდთან 6-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

თუმცა, ამჟამად “რეალში” მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ხულენ ლოპეტეგის განკარგულებაში კეილორ ნავასი, ტიბო კურტუა და კიკო კასილია არიან.

0.12501