ფეხბურთი

16:01 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ლოპეტეგის გადაწყვეტილებამ გააკვირვა

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი მარსელო მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის გადაწყვეტილებით გაკვირვებული დარჩა. ბრაზილიელი მცველი “ჟირონასთან” შეხვედრაში 61-ე წუთზე შეცვალეს.

“შეცვლამ გამაკვირვა, თუმცა ლოპეტეგის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. კარგად ვიყავი და თამაში შემეძლო 100%-ით. საერთოდ, მოედანზე ყოფნა ყოველთვის მსურს”, - თქვა მარსელომ.

სამხრეთ ამერიკელმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც გააკეთა კომენტარი:

“ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მასთან ერთად თამაში მენატრება, - დასძინა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” ლა ლიგის მეორე ტურში “ჟირონა” 4:1 დაამარცხა და 2 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109194