ფეხბურთი

3:00 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალმა” მეორე ტაიმში გაილაღა

ლა ლიგის მეორე ტურში “რეალი” გასვლაზე “ხირონას” დაუპირისპირდა და დაგეგმილი 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

მადრიდულ გრანდს პირველ ტაიმში საკმაოდ გაუჭირდა და თავდაპირველად, საერთოდ მდევრის როლში აღმოჩნდა, თუმცა მალევე თამაში დაალაგა და საბოლოოდ იოლი გამარჯვება გამოუვიდა.

ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა: მადრიდელთა დაცვა ჩავარდა, რითაც ბორხა გარსიამ ისარგებლა და ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით კეილორ ნავასის კარი აიღო. “ბლანკოსმა” წონასწორობა 39-ე წუთზე აღადგინა, მარკო ასენსიომ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც სერხიო რამოსმა უნაკლოდ შეასრულა და ტაიმი ყაიმით დასრულდა.

ხულენ ლოპეტეგის გუნდისთვის მეორე ნახევარი ძალიან კარგად დაიწყო. მარკო ასენსიომ მეორე პენალტი მოიპოვა, რომელიც ამჯერად ქარიმ ბენზემამ შეასრულა ზუსტად და 52-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. სულ მალე კი შეხვედრის ბედი გადაწყდა: 59-ე წუთზე გარეთ ბეილი აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ და შეტევაც იდეალურად დააგვირგვინა. ოც წუთში კი უელსელმა ფეხბურთელმა ბენზემას გაუკეთა მშვენიერი გადაცემა და დუბლი შეასრულებინა – 1:4.

პირველი მარცხი განიცადა “ვალენსიამ”, რომელიც “კორნელია ელ პრატზე” “ესპანიოლმა” დატოვა უქულოდ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 62-ე წუთზე ესტებან გრანერომ დააწინაურა, რომლის შესრულებული ჯარიმის შედეგად, ბურთი ნეტოს კარის ხარიხას მოხვდა და მიწაზე დაეცა, ხოლო ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და ანგარიშიც გაიხსნა, ხოლო ხუთიოდე წუთში პიცინის უხეშ შეცდომას იგლესიასის გოლი მოჰყვა – 2:0.

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა “სანჩეს პისხუანზე”, სადაც “სევილია” “ვილიარეალს” დაუხვდა. შეხვედრა თანაბარი გამოდგა და მოგება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა გოლის გატანა ვერავინ მოახერხა. პირველ ნახევარში მასპინძელთაგან ანდრე სილვას დააკლდა ოდნავ სიზუსტე, ხოლო სტუმართაგან ეკამბის ვაცლიმ არ გაატანინა. მეორე ტაიმშიც იმავე სილვას ჰქონდა კარგი შანსი და კვლავ ოდნავ ააცილა, ხოლო ვალენსიელთაგან ფორნალსს და ხერარდ მორენოს სიმონ კიაერმა დაუფარა დარტყმა და საკუთარი გუნდი ორ შემთხვევაში აშკარა გოლისგან იხსნა – 0:0.

ხირონა – რეალი 1:4 (1:1)

გოლები: 1:0 ბ.გარსია (16), 1:1 ს.რამოსი (39 პენ.), 1:2, 1:4 ბენზემა (52 პენ; 80), 1:3 ბეილი (59)

სევილია – ვილიარეალი 0:0

ესპანიოლი – ვალენსია 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 გრანერო (62), 2:0 იგლესიასი (68)

თეგებილა ლიგა
0.139227