სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:30 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: ვიცე-ჩემპიონის წარუმატებელი სტარტი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გერმანიის ბუნდესლიგის პირველი ტური ჯერ კიდევ პარასკევს გაიხსნა, ხოლო შაბათს ექვსი შეხვედრა გაიმართა. არ ყოფილა ბუნდესლიგისთვის დამახასიათებელი უხვგოლიანობა, მაგრამ იყო დაძაბული და დრამატული მატჩები.

„ვოლფსბურგმა“, რომელიც შარშან გავარდნას ბეწვზე გადაურჩა, საკუთარ მოედანზე ვიცე-ჩემპიონი „შალკე“ დაამარცხა. „მგლებმა“ „ხუმარებს“ აჯობეს და დამსახურებულადაც მიითვალეს სამი ქულა. თავად თამაში კი მეტად დრამატული გამოდგა. მასპინძლები ბრუკსის გოლით პირველ ტაიმში დაწინაურდნენ და კარგა ხანს ახერხებდნენ სასურველი ანგარიშის შენარჩუნებას. თუმცა, ბოლოსკენ ნაბილ ბენტალებმა პენალტით გაათაბრა. თითქოს აღარაფერი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მსაჯის კომპენსირებულ დროში გინჩეკმა მეორედ დალაშქრა გელზენირხენელთა კარი და „ვოლფსბურგმა“ სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

იგივე გააკეთა ბერლინის „ჰერტამ“, რომელსაც შინ ბუნდესლიგაში დაბრუნებულ „ნიურნბერგის“ დასამარცხებლად ვედად იბიშევიჩის კინკილა გოლიც ეყო. არადა, ბავარიელებს ქულის გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანეს. ბერლინელებს კი გმირად მხსნელად იარშტეინი მოევლინათ.

ფრანკფურტის „აინტრახტმა“ სტუმრად „ფრაიბურგი“ ადვილად დაამარცხა 2:0 და გერმანიის სუპერთასზე „ბაიერნთან“ სამარცხვინო წაგება დაივიწყა. დიუსელდორფში, „ფორტუნაზე“ ძლიერი „აუგსბურგი“ გამოდგა, ხოლო „ვერდერმა“ და „ჰანოვერმა“ ბრემენში ქულები გაიყვეს.

დღის ბოლო შეხვედრაში კი, „გლადბახმა“ ლევერკუზენის „ბაიერი“ დაამარცხა. „ფარმაცევტებმა“ გასულ სეზონში არასტაბილურად ითამაშეს და როგორც ჩანს, წელსაც ასე იქნება. ყოველშემთხვევაში „ლევერკუზნს“ ცუდი სტარტი გამოუვიდა, რადგან „გლადბახთან“ უშანსოდ წააგო - 0:2.

„ფორტუნა“ – „აუგსბურგი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 რამანი (39), 1:1 ჰიტერეგერი (57), ჰანი (76)

„ჰერტა“ – „ნიურნბერგი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 იბიშევიჩი (27)

„ფრაიბურგი“ – „აინტრახტი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მიულერი (10), 0:2 ჰალერი (82)

„ვოლფსბურგი“ – „შალკე“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბრუკსი (33), 1:1 ბენტალები (86, პენ), 2:1 გინჩეკი (90)

„ვერდერი“ – „ჰანოვერი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ვეიდანდტი (76), 1:1 გებრე სელასიე (85)

„გლადბახი“ – „ლევერკუზენი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჰოფმანი (55, პენ), 2:0 ჯონსონი (58)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.114493
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X