ფეხბურთი

18:37 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კევინ ტრაპმა პრემიერლიგაში თამაშს პსჟ-ს მესამე მეკარეობა ამჯობინა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მეკარემ კევინ ტრაპმა კლუბის დატოვება იუარა. RMC-ის ინფორმაციით, გერმანელ კიპერს ინგლისის პრემიერლიგის ორი გუნდი ეპატიჟებოდა, თუმცა ნისლიან ალბიონზე იჯარით გადაბარგებაზე უარი თქვა და პსჟ-ში მესამე კიპერის სტატუსით დარჩენა ამჯობინა.

ტრაპმა პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ერთი წლის წინ დაკარგა, ხოლო წელს გუნდში ჯანლუიჯი ბუფონის მისვლის შემდეგ საერთოდ მესამე მეკარედ გადაიქცა.

მიუხედავად ამისა, 28 წლის მეკარე მზადაა, რომ ბუფონისა და ალფონს არეოლას დუბლიორობისთვის. გასულ სეზონში ტრაპმა ლიგა 1-ში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.

0.128291