ფეხბურთი

18:05 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარეკ ჰამშიკი: "მაურიციო სარი ავადმყოფია"

იტალიური „ნაპოლის“ კაპიტანი მარეკ ჰამშიკი ყოფილი მწვრთნელის, მაურიციო სარის შესახებ საუბრობს. სლოვაკი ნახევარმცველის განცხადებით, 59 წლის იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთითაა დაავადებული.

„მაურიციო სარი მოედანზე ცხოვრობს. თამაშით ცოცხლობს კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი. სარი ნამდვილი ავადმყოფია, რომელიც ფეხბურთითაა შეპყრობილი. არასდროს პატარა დეტალიც კი არ გამოეპარება. მასთან ერთად მე გავიზარდე, როგორც ტექნიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ჰამშიკმა.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი „ნაპოლის“ 2015-2018 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო ამჟამად ლონდონის „ჩელსის“ უდგას სათავეში. რაც შეეხება ნეაპოლურ გუნდს, კარლო ანჩელოტი წვრთნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110727