თამაშგარე

13:19 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი ოქროს გულით - იტალიელმა 9 წლის ბავშვი დაასაჩუქრა

ოქროს გულის მარკო ვერატი - ეს სათაურები დღეს იტალიურ მედიაში გვხვდება. საქმე ისაა, რომ Corriere di Bologna-ს ცნობით, პსჟ-ს ნახევარმცველი 9 წლის ანდრეა დ’ოსოს დაეხმარა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

ბოლონიაში სკოლა, სადაც დ’ოსო სწავლობს ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გაქურდეს და წიაღეს კომპიუტერები. მათ შორის, აპარატურა, რომელიც პატარა ანდრეას ეხმარებოდა სხვა ბავშვებთან კომუნიკაციაში.

ვერატიმ ეს ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით გაიგო და სკოლას 10 ათასი ევრო გადაურიცხა კომპიუტერების შესაძენად. საგულისხმოა, რომ მარკომ ეს ანონიმურად გააკეთა, თუმცა Corriere di Bologna-მ გაარკვია, რომ ქველმოქმედება ვერატიმ გაიღო.

„მე მას მადლობა პირადად ვუთხარი. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ მარკო შეხვდება ანდრეას, როდესაც შესაძლებლობა მიეცემა. ეს ჩვენთვის დიდი პატივია“, - აღნიშნა 9 წლის ბავშვის მამამ, ანჯელო დ’ოსომ.

0.106155