ფეხბურთი

10:30 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძის საგოლე პასი პორტუგალიის ჩემპიონატში (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მესამე ტურის სასტარტო შეხვედრაში ავთო ებრალიძის “შავესი” სტუმრად “მარიტუმუსთან” დამარცხდა – 1:2.

შეხვედრა დრამატული გამოდგა. “შავესი” მთელი თამაში იგებდა და მასპინძლებმა ჯერ 90-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე მეორე გოლი გაიტანეს და საერთოდ გამარჯვებას გამოჰკრეს ხელი. ავთო ებრალიძემ აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა და მე-17 წუთზე ვილიამ ოლივეირა სწორედ მისი გადაცემით გაიტანა. უფრო სწორედ, ოლივეირა სანამ საგოლე, დიდებულ დრიბლინგს დაიწყებდა, ავთოსგან მიიღო, ხოლო რაც შემდეგ ბრაზილიელმა გააკეთა, ეს უბრალოდ ფანტასტიკა იყო (ვიდეო იხილეთ 0:25 წამიდან).

რაც შეეხება 26 წლის ებრალიძეს, სასიამოვნოა, რომ პორტუგალიურ გუნდში ენდობიან. სამივე თამაშში ძირითად შემადგენლობაში იყო და წინა ტურში რამდენიმე გამოცემის ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. “შავესს” კი 3 ქულა 3 ტურის შემდეგ.

0.150271