ფეხბურთი

13:45 | 24.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი: საქართველო - ლატვია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო

უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩისთვის, საქართველო - ლატვია, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 24 აგვისტოდან დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე www.tkt.ge/geovlat შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო - ლატვიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, მოგვიანებით, 1 სექტემბრიდან დაიწყება.

საქართველოსა და ლატვიის დაპირისპირება 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114053