სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:58 | 24.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს TOP 10 ტრანსფერი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ზუსტად ერთი კვირის წინ იტალიაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. შესაბამისად, გუნდები ახალ ფეხბურთელებს იანვრამდე ვეღარ დაიმატებენ. შედეგად, შეგვიძლია შევაფასოთ ზაფხული და აპენინური კლუბების ვაჭრობაც.

მთავარი მოვლენა ცალსახად კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლა გახლდათ. თუმცა, იყო სხვა ძალიან გარიგებებიც. გთავაზობთ სერია A-ს ტოპ 10 ტრანსფერს...

10. შიმე ვრსალკო (“ატლეტიკოდან” “ინტერში”, იჯარა)

ჟოაუ კანსელუს წასვლის შემდეგ “ინტერს” მარჯვენა მცველი ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან ამ პოზიციაზე მხოლოდ დანილო დ’ამბროზიო დარჩა. საბოლოოდ, “ნერაძურიმ” ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” განაპირა მცველი შიმე ვრალსკო ერთწლიანი იჯარით გაიფორმა.

ამ გარიგებით ყველა კმაყოფილი დარჩა და მათ შორის ფეხბურთელიც, რადგან “როხიბლანკოს” ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ჰქონდა. რაც მთავარია, ხორვატს ადაპტაციის პერიოდი გაუადვილდება, ვინაიდან მანამდე იტალიაში უკვე თამაშობდა – “ჯენოასა” და “სასუოლოს” რიგებში.

9. მატია კალდარა (“იუვენტუსიდან” “მილანში”, 35 მილიონი ევრო)

უხეშად რომ ვთქვათ, მატია კალდარა გახდა “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის ე.წ სამკუთხა გაცვლის ერთ-ერთი ნაწილი. საბოლოო ჯამში ტურინელებმა მის სანაცვლოდ ლეონარდო ბონუჩი მიიღეს, რომელიც ასევე 35 მილიონ ევროდ შეფასდა. სინამდვილეში ბონუჩის კალდარათი ჩანაცვლება “როსონერისთვის” შესანიშნავი ნაბიჯია, რადგან მატია იტალიაში გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორისაა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. დიდი შანსია, რომ უახლოეს ხანებში კალდარა არამარტო “მილანის”, არამედ იტალიის ნაკრების მთავარ ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდეს. საინტერესოა, რომ იგი “იუვემ” ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში შეიძინა, მაგრამ 1.5 წელი იჯარით “ატალანტაში” დატოვა, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად. ის ტურინში სამომავლო პერსპექტივაზე იყო გათვლილი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ბოლოს ბონუჩიში გაცვალეს.

8. ფაბიან რუისი (“ბეტისიდან” “ნაპოლიში”, 30 მილიონი ევრო)

ფაბიან რუისმა შარშან “ბეტისში” ჩინებული სეზონი ჩაატარა და ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღებაც მიიპყრო. აშკარა იყო, რომ ის “ბეტისს” დატოვებდა და ასეც მოხდა. 22 წლის ფეხბურთელს ნეაპოლში ჟორჟინიოს შემცვლელად მიიჩნევენ. არავინ იცის რა იქნება მომავალში, მაგრამ ამ ეტაპზე კარლო ანჩელოტი ჟორჟინიოს მარეკ ჰამშიკით ანაცვლებს. ფაბიან რუისს კი, სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენციის დაძლევა პოლონელი პიოტრ ჟიელინსკისთან მოუწევს.

7. ემრე ჯანი (“ლივერპულიდან” “იუვენტუსში”, თავისუფალი აგენტი)

24 წლის გერმანელი “იუვენტუსმა” სრულიად უფასოდ მიიღო და მხოლოდ ამ ფაქტის გათვალისწინებითაც, ეს დიდებული ტრანსფერია. შესაძლოა, ემრე ჯანი დღეს ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, “ბიანკონერიმ” კარგად იმუშავა. გერმანელს გერმანელი კონკურენტი ჰყავს - სამი ხედირა.

6. ჟოაუ კანსელუ (“ვალესიადან” “იუვენტუსში”, 40.4 მილიონი ევრო)

“იუვენტუსმა” კიდევ ერთი კომპლიმენტი დაიმსახურა: ჟოაუ კანსელუმ ტურინელთა დაცვის მარჯვენა ფლანგი შეავსო, სადაც სტეფან ლიხშტაინერი უნდა შეცვალოს. გასული სეზონი პორტუგალიელმა “ინტერში” იჯარით გაატარა, მაგრამ ტურინელებმა მისი შეძენა უფრო მოინდომეს, ვიდრე მილანელებმა გამოსყიდვა და ფაქტიც სახეზეა.

5. ლეონარდო ბონუჩი (“მილანიდან” “იუვენტუსში”, 35 მილიონი ევრო)

ლეონარდო ბონუჩის ისტორია იმ ბავშვის ისტორიას ჰგავს, რომელიც სახლიდან გაიქცა და შემდეგ დაბრუნდა. თავად ფეხბურთელმაც აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნდა. ამ ტრანსფერს დიდი რეზონანსი მოჰყვა და არავინ იცის, როგორ მიიღებს ტურინული პუბლიკა უძღებ შვილს. ბონუჩის ღირებულებად 35 მილიონი ევრო შეადგინა, რეალურად კი მატია კალდარაში გაიცვალა. ამ ტრანსფერის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე აქცენტის გაკეთება უნდა იყოს. “იუვემ” პერსპექტიულ, მაგრამ გამოუცდელ კალდარას გამოცდილი და დღეს ტოპ მცველებში მყოფი, 31 წლის ბონუჩი ამჯობინა.

4. სტეფან დე ვრეი (“ლაციოდან” “ინტერში”, თავისუფალი აგენტი)

სტეფან დე ვრეი “ინტერმა” “ლაციოდან” უსასყიდლოდ დაიმატა და ეს დიდებული გარიგებაა. დე ვრეი 26 წლისაა და რაც მთავარია, იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა. მოკლედ, “ნერაძურიმ” ამ შემთხვევაში აპლოდისმენტები ნამდვილად დაიმსახურა და დანარჩენი ჰოლანდიელ ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული.

3. რაჯა ნაინგოლანი (“რომადან” “ინტერში”, 38 მილიონი ევრო)

მილანის “ინტერს” მართლაც ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა. ათეულში სამი ფეხბურთელი მოხვდა, მაგრამ სხვა საინტერესო ტრანსფერებიც გაჩარხეს მილანელებმა. მთავარი კი მაინც რაჯა ნაინგოლანის გაფორმება იყო. ბელგიელმა “რომა” დატოვა 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ. რეალურად, “ნერაძურიმ” “ჯალოროსის” საბანკო ანგარიშზე 24 მილიონი გადარიცხა, თუმცა ამას ორი ფეხბურთელი (ნიკოლო ძანიოლო და დავიდე სანტონი) დაუმატა. ნაინგოლანს შეუძლია “ინტერის” ნახევარდაცვის ლიდერი გახდეს და კლუბის წარმატებაში დიდი როლი ითამაშოს.

2. გონსალო იგუაინი (“იუვენტუსიდან” “მილანში”, იჯარა)

“იუვენტუსმა” და “მილანმა” კიდევ ერთი გარიგება გაჩარხეს: გონსალო იგუაინი “როსონერის” ერთწლიანი იჯარით და 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. “პიპიტა” კალჩოს ერთ-ერთი მთავარი მეგოლეა ბოლო წლების განმავლობაში და ბუნებრივია, “როსონერისთვის” ის დიდებული შენაძენია. იგუაინს ტურინშიც არაფერს ერჩოდნენ, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს მოსვლის შემდეგ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აღარ ჰქონდა და ამასთან, “იუვეში” ძალიან მაღალ ხელფასს იღებდა.

1. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალიდან” “იუვენტუსში”, 117 მილიონი ევრო)

კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლა არამარტო იტალიის, მთლიანად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი მოვლენა იყო. შესაბამისად, პირველი ადგილი ეჭვგარეშე ერგო. “იუვემ” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 117 მილიონი ევრო გაიღო, ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონში 30 მილიონს გადაუხდის. რონალდუს ტრანსფერით “იუვენტუსის” პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით ერთი-ორად გაიზარდა. გუნდმა გაიფორმა ნამდვილი გოლეადორი და გამარჯვებული სულისკვეთები ფეხბურთელი. შეიძლება ითქვას, ახლა “იუვეს” ყველაფერი აქვს, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინოს – მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110319
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X