ფეხბურთი

16:37 | 23.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის ლა ლიგაში ტრანსფერი რეალურ სახეს იღებს

საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძის ტრანსფერი ესპანურ ლა ლიგაში კიდევ უფრო რეალური ხდება. ტარაგონას „ხიმნასტიკმა“ მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი დაიმატა - 30 წლის ალჟირელი ლიასინე კადემურო-ბენტაიბა გაიფორმა.

ის მარჯვენა მცველია და შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი მცველი გუნდს ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანური მედიის ინფორმაციით, კაკაბაძის გადაბირება ლა ლიგის ბინადარ „ხეტაფეს“ სურს.

Loading...
სტატისტიკა
0.224724