ფეხბურთი

14:15 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

VAR-ის სისტემა ჩემპიონთა ლიგაზე?

უეფა შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეორეფერის სისტემა დანერგოს. საუბარია მიმდინარე, 2018-2019 წლების სეზონზე. აღნიშნულ ინფორმაციას Times-ი ავრცელებს.

თუმცა, ეს მხოლოდ მეოთხედფინალური ეტაპიდან მოხდება. ჯერჯერობით ევროპული ფეხბურთის მმართველ უწყებაში საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ ვიდეორეფერის სისტემა (VAR) წარმატებით გამოიყენეს მსოფლიოს ჩემპიონატზე და რამდენიმე საფეხბურთო ლიგაში ახლაც იყენებენ.

0.117082