ფეხბურთი

13:47 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "იუვენტუსში" ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. პორტუგალიელის განცხადებით, გუნდმა ლიგის თასისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს.

„მინდა, რომ „იუვენტუსში“ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და ვნახოთ სეზონის შემდეგ რამ მოხდება. გუნდის მიზანი იტალიის ჩემპიონობა, იტალიის თასის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გასვლაა“, - აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა ტურინულ გრანდს. პორტუგალიელმა ახალ გუნდში ამ დროისთვის 1 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო და გოლი არ გაუტანია.

0.112207