ფეხბურთი

11:53 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ერთა ლიგისთვის იკრიბება

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრები ერთა ლიგისთვის მზადებას იწყებს. ბალკანელთა მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ეროვნულ გუნდში 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ხორვატიის ნაკრების რიგებში არ არიან მარიო მანჯუკიჩი და დანიელ შუბაშიჩი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სანაკრებო კარიერა დაასრულეს.

მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (გენტი, ბელგია), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო), კარლო ლეტიცა (ბრიუგე, ბელგია)

მცველები: დომაგოი ვიდა (ბეშიქთაში, თურქეთი), დეიან ლოვრენი (ლივერპული, ინგლისი), შიმე ვრსალკო (ინტერი, იტალია), იოსიპ პივარიჩი (დინამო, უკრაინა), ტინ იედვაი (ლევერკუზენი, გერმანია), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე, ბელგია), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი, შოტლანდია), ანტონიო მილიჩი (ანდერლეხტი, ბელგია)

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი, ესპანეთი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი, ინგლისი), მილან ბადელი (ლაციო, იტალია), მარსელო ბროჟოვიჩი (ინტერი, იტალია), მარკო როგი (ნაპოლი, იტალია), მარიო პაშალიჩი (ატალანტა, იტალია), ფილიპ ბრადარიჩი (კალიარი, იტალია)

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (ინტერი, იტალია), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ანტე რებიჩი (აინტრახტი, გერმანია), მარკო პიაცა (ფიორენტინა, იტალია), ივან სანტინი (ანდერლეხტი, ბელგია), მარკო ლივაია (აეკ, საბერძნეთი)

ხორვატიის ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით 6 სექტემბერს, ფაროში, პორტუგალიას, ხოლო 5 დღის შემდეგ ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116617