ფეხბურთი

12:21 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა

ლეგენდარული ტიერი ანრი ფრანგულ “ბორდოს” უახლოვდება. როგორც Sky Sports-ი იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და დიდი ალბათობით, წარმატებითაც დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ არსენ ვენგერმაც ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და თქვა, რომ ანრის “ბორდოს” მწვრთნელობა სურს.

თავის მხრივ, ჟირონდელებმა გუსტავო პოიეტი ხელმძღვანელობის კრიტიკის გამო გაათავისუფლეს და ახლა მის შემცვლელს ეძებენ.

რაც შეეხება ანრის, ბოლოს ფრანგი ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის თანაშემწედ მუშაობდა, თუმცა მუნდიალის დასრულების შემდეგ “წითელი ეშმაკები” დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119137