ფეხბურთი

18:27 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" - "ლუდოგორეცი": რეპორტაჟი იქნება, თუმცა "პირველ არხზე" არა

ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩი ქუთაისის "ტორპედოსა" და ბულგარულ "ლუდოგორეცს" შორის ქართულ ტელესივრცეში გადაიცემა. როგორც "სილკ ტვ"-ის ფეისბუქგვერდი გვამცნობს, შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას თავად უზრუნველყოფენ.

თამაში "სილკ უნივერსალის" პირდაპირ ეთერში 20:00 საათიდან გადაიცემა.

ამრიგად, "ტორპედოს" მატჩს ქართველი გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში ნახავენ. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ არხთან შეთანხმება თამაშის ტრანსლირებასთან დაკავშირებით ვერ შედგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110452