ფეხბურთი

16:17 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდულ კლუბებს მარკოს ალონსოს შეძენა უნდათ

ლონდონის “ჩელსის” მარცხენა მცველი მარკოს ალონსო შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს. 27 წლის მცველისადმი ინტერესს მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკო” იჩენს.

“არისტოკრატები” ესპანელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ალონსო “სამეფო კლუბის” აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მცველმა 2 შეხვედრა ჩაატარა და “არსენალთან” შეხვედრის მიწურულს გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა.

0.149381