ფეხბურთი

14:34 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ პოლ სქოულზს უპასუხა

საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდის პოლ სქოულზის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ვეტერანმა ინგლისელმა პოლ პოგბას შესახებ გააკეთა. სქოულზმა პოგბას მონდომება დაუწუნა და არასტაბილური უწოდა. რაიოლამ კი მას სოციალურ ქსელში უპასუხა:

“ზოგოერთი ადამიანი საუბრობს იმის შიშით, რომ ის დავიწყებას მიეცემა. პოლ სქოულზი არ აღიარებს ლიდერს, რომელიც შესაძლოა უინსტონ ჩერჩილზე წინაც შეიძლება იდგეს”, - დაწერა რაიოლამ.

აქვე გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არაერთხელ დაიწერა თითქოს ფრანგი მოთამაშის გადაბირება კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” სურდა, აქტიურად იწერებოდა ყოფილი კლუბის – ტურინის “იუვენტუსის” შესახებაც, თუმცა 25 წლის მოთამაშე “წითელ ეშმაკებში” დარჩა.

მიმდინარე სეზონში პოგბამ პრემიერლიგის 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.131674