ფეხბურთი

17:00 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარიუსი "ლივერპულს" ტოვებს

ინგლისური “ლივერპულის” მეკარე ლორის კარიუსი შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში გადაბარგდეს. Mirror-ის ინფორმაციით, გერმანელი კიპერის გადაბირება “ბეშიქთაშს” სურს და ტრანსფერის წინააღმდეგი არც “ლივერპულია”.

საუბარია ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებაზე. აღსანიშნავია, რომ კარიუსის თურქეთში განათხოვრებაზე თანხმობა იურგენ კლომაც თქვა, რომელსაც სურს, რომ თანამემამულეს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

ლორის კარიუსმა “ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში მას შემდეგ დაკარგა, რაც ინგლისელებმა “რომადან” ალისონ ბეკერი შეიძინეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114517