ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში “რეალმა” “ხეტაფე” 2:0 დაამარცხა, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” უჩვეულოდ ბევრი ცარიელი ადგილი იყო. როგორც გაირკვა, “სამეფო კლუბის” საშინაო თამაშს ბოლო ათწლეულში ყველაზე ცოტა მაყურებელი დაესწრო.
“ხეტაფესთან” თამაშს ტრიბუნებიდან თვალი 48 466 ადამიანმა მიადევნა და ასეთი ცოტა გულშემატკივარი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2009 წლის შემდეგ არ შეკრებილა. ანუ, იმ პერიოდში, როდესაც “რეალში” კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა.
ამაზე ცოტა ქომაგი “რეალის” საშინაო თამაშს ბოლოს 2009 წლის 24 მაისს დაესწრო, როდესაც “მალიორკასთან” (1:3) დაპირისპირებას 44 270 მაყურებელმა უყურა.