ფეხბურთი

22:20 | 19.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" წინ, "იუნაიტედი" - უკან (+VIDEO)

როგორც ჩანს, პრემიერლიგაში “მანჩესტერ სიტის” კონკურენცია შარშანდელივით გაჭირდება. პეპ გვარდიოლას გუნდმა ახალი სეზონის აღმაფრენით დაიწყო და ფეერიული თამაშით იწონებს თავს.

“ქალაქელებმა” “არსენალის” უპრობლემოდ ძლევის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მოახერხეს ლამაზი ფეხბურთის ჩვენება და “ჰადერსფილდი” გააცამტვერეს. კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და ეს ყოველ წუთს იგრძნობოდა. შედეგიც რეალურად ასახავდა იმას, რაც მინდორზე ხდებოდა – 6:1.

დიდებულად გაისარჯა სერხიო აგუერო, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში. “სიტი” არ აგდებს ტემპს და ორი ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში უკვე მოექცა.

ტემპს არც მისი დაუძინებელი მტერი და თანაქალაქელი “იუნაიტედიც” აგდებს, ოღონდ, საქმე არატსაბილურობას ეხება. ჟოზე მოურინიოს ამბიციურმა და თავმყოვარე გუნდმა “ბრაიტონთან” მოახერხა და წააგო. “წითელმა ეშმაკებმა” პირველი ტაიმის შუაწელს ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვეს და შოკიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. თუმცა, ეს არ ყოფილა ყველაფერი, რაც პირველ ნახევარში მოხდა. რომელუ ლუკაკუმ და გროსიმ გაცვალეს გოლები. ერთადერთი რაც სტუმრებმა შეძლეს და პოლ პოგბას ზუსტი პენალტი იყო მსაჯის კომპენსირებულ დროში, თუმცა, “მანჩესტერი” მაინც უქულოდ დარჩა და მიმდინარე სეზონში პირველივე გასვლითი შეხვედრა წააგო.

დღესვე კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც “უოტფორდმა” სტუმრად “ბარნლი” უპრობლემოდ დაამარცხა და 2 ტურში ქულათა მაქსიმუმით იწონებს თავს.

პრემიერლიგის მეორე ტური ორშაბათს, “კრისტალ პალასისა” და “ლივერპულის” მატჩით დასრულდება.

“ბარნლი” – “უოტფორდი” 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 გრეი (3), 1:1 ტარკოვსკი (6), 1:2 დინი (48), 1:3 ჰიუზი (51)

“სიტი” – “ჰადერსფილდი” 6:1 (3:1) VIDEO

გოლები: 1:0 აგუერო (25), 2:0 გაბრიელ ჟესუსი (31), 3:0 აგუერო (35), 3:1 სტანკოვიჩი (43), 4:1 დავიდ სილვა (48), 5:1 აგუერო (75), 6:1 კონგოლო (84, ა.გ)

“ბრაიტონი” – “მანჩესტერი” 3:2 (3:1) VIDEO

გოლები: 1:0 მიურეი (25), 2:0 დაფი (27), 2:1 ლუკაკუ (34), 3:1 გროსი (44, პენ), 3:2 პოგბა (90, პენ)

Loading...
სტატისტიკა
0.284223