კალათბურთი

14:22 | 19.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თორნიკე შენგელიამ "ბასკონიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა თორნიკე შენგელიამ “სასკი ბასკონიასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ბასკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც ქართველი კაპიტანი გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ხელშეკრულების ფინანსურ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება.

თორნიკე შენგელია გასულ სეზონში ევროლიგაში საშუალოდ 13.7 ქულას, 6.6 მოხსნას, 2.2 პასს აგროვებდა (33 მატჩი), ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში მისი მონაგარი ასეთი იყო: 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115311