ფეხბურთი

12:25 | 19.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო "მანჩესტერ სიტის": "საფეხბურთო კლასს ვერ იყიდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ სიტის" დოკუმენტურ ფილმზე (ყველაფერი ან არაფერი) განაცხადა, რომ კლუბს შეუძლია ტოპ ფეხბურთელების შეძენა, თუმცა კლასს ვერ იყიდის.

აღნიშნული დოკუმენტური ფილმი რვა სერიადაა გამოცემული და აღწერს სცენის მიღმა განვითარებულ მოვლენებს.

"ვფიქრობ, შეგეძლოთ სხვების პატივისცემით ფანტასტიკური ფილმი გამოგსვლოდათ. არ იყო საჭირო უპატივცემულობა. არ მინახავს ფილმი, თუმცა მასთან დაკავშირებული რამდენიმე რამ ვიცი. ჩემი პირველი შეფასება ასეთია, თუ ხარ მდიდარი კლუბი შეგიძლია იყიდო ტოპ ფეხბურთელები, კლასის ყიდვას ვერ შეძლებ." - ციტირებს BBC პორტუგალიელის სიტყვებს.

გასულ სეზონში "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგა 100 ქულით მოიგო და მეორეადგილოსანი "მანჩესტერ იუნაიტედი" 19 ქულით ჩამოიტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112493