ფეხბურთი

22:05 | 18.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" მოგებათა სერია შეწყვიტა, "სამტრედიამ" ქულა მოიპოვა

18 აგვისტოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ერთნაირი ანგარიში 0:0 დაფიქსირდა. "ჩიხურამ" "ივანწმინდაზე" "რუსთავი" მიიღო, ხოლო "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" "სამტრედიას" უმასპინძლა.

საჩხერელებმა ჩემპიონატში სამი მატჩის ზედიზედ მოგების შემდეგ ქულები დაკარგეს და გორის "დილას" შანსი აქვს "ჩიხურასთან" ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანოს. სოსო ფრუიძის გუნდი მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო რუსთაველები 22 ქულით მეექვსე ადგილზე არიან.

26 მაისის შემდეგ "სამტრედიამ" ეროვნულ ლიგაში პირველად მოიპოვა ქულა, ხოლო "დინამომ" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. გიორგი ცეცაძის გუნდი 10 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო კახა კაჭარავას შეგირდები მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.

დინამო თბილისი - სამტრედია

ჩიხურა - რუსთავი

0.1664