ფეხბურთი

19:30 | 18.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენით ბონუსს მიიღებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენის შემთხვევაში 3.8 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. როგორც metro იუწყება, თუ მსოფლიოს ჩემპიონი მსურველ კლუბებს უარს ეტყვის და მომდევნო სეზონს "წითელი ეშმაკების" რიგებში გაატარებს, აღნიშნული თანხით წახალისდება.

პოგბას მიმართ ინტერესს "ბარსელონა" იჩენდა, თუმცა ინგლისელებმა ტრანსფერზე უარი განაცხადეს. ასევე ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიო ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილია.

პოგბა "მანჩესტერ იუნატედში" 2016 წელს "იუვენტუსიდან" დაბრუნდა. მაშინ ინგლისელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო 105 მილიონი ევრო გადაიხადეს.

0.112956