ფეხბურთი

21:55 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" რიგონი დაიმატა

"ზენიტის" შემტევი ემილიანო რიგონი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ატალანტაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. სამხრეთამერიკელის იჯარაში "ატალანტამ" 1 მილიონი ევრო გადაიხადა და შემდეგ ზაფხულს მისი გამოსყიდვა 15 მილიონად შეეძლება.

რიგონი "ბელგრანოს" აკადემიის აღზრდილია და 2016 წელს "ინდეპენდიენტეში" გადავიდა. 2017 წელს კი შემტევი რუსეთში წავიდა სათამაშოდ და გასულ სეზონში "ზენიტის" რიგებში ჩატარებულ 30 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113507