ფეხბურთი

18:13 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი 3 თვით ლაზარეთში

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ოპერაციას გადაურჩა, თუმცა ხანგრძლივი უქმობა მაინც მოუწევს. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბელგიელ გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მუხლზე დაზიანება აჩვენა.

“დე ბრუინს მუხლზე ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ აღდგენით პროცესს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა ტრავმა 15 აგვისტოს ვარჯიშზე მიიღო. 27 წლის ბელგიელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 52 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11333