ფეხბურთი

16:59 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლა ლიგის მატჩები აშშ-სა და კანადაში გაიმართება

ესპანეთის ლა ლიგის კალენდარული მატჩები ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართება. შეთანხმება უკვე შედგა და კონტრაქტი 15 წლის ვადით გაფორმდა.

შედეგად, სეზონში რამდენიმე თამაში აშშ-სა და კანადაში ჩატარდება. მეტწილად, ეს “რეალისა” და “ბარსელონას” მატჩებზე ითქმის. მოსალოდნელია, რომ ლა ლიგის მინიმუმ 1 შეხვედრა აშშ-ში უკვე კარს მომდგარ სეზონში ჩატარდება.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა:

“ეს რევოლუციური შეთანხმება ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას აშშ-სა და კანადაში. ჩვენ უკვე ვიყავით საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ჩასულნი და მათთან ერთად ვმუშაობთ ამ რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაციაზე”, - აღნიშნა ტებასმა.

თეგებილა ლიგა
0.122879