ფეხბურთი

16:32 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ გერმანელი მცველი გაიფორმა

ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” ნიჭიერი გერმანელი მცველი ტილო კეჰრერი გაიფორმა. როგორც პარიზელთა ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

კეჰრერის სანაცვლოდ გელზენკირხენის “შალკემ” 37 მილიონი ევრო მიიღო. სწორედ, “ხუმარებში” აქვს 21 წლის ფეხბურთელს აქამდე ნათამაშები და ამავე გუნდის აკადემიაში დაიწყო ფეხბურთის თამაში.

გასულ სეზონში ტილო კეჰრერმა ბუნდესლიგაში 28 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა. გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები აქვს, თუმცა ეროვნულ გუნდში ჯერ არ უთამაშია.

0.110372