ფეხბურთი

15:57 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოხალისეში უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსის მესამე მოდული მიმდინარეობს

სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის - Pro ლიცენზიის კურსის მესამემოდული მიმდინარეობს.

მოდულის მესამე დღეს კრის ვანდერ ჰაგენი უძღვება, რომელიც სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის იმყოფებასაქართველოში. უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი, მის კოლეგასთან, გენადი სკურტულთან ერთადთამაშების ანალიზს განიხილავს.

მსმენელებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მუნდიალზე წარმატებულიგამოსვლის შესახებ პრეზენტაცია წარედგინათ.

უეფას მწვრთნელთა განათლების აღნიშნული მოდული 17 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურცენტრში „ბასაზე“ ტუტორთა გადამზადების მომდევნო სემინარით დასრულდება.

მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის მომდევნო მოდული მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117636