ფეხბურთი

15:30 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგის და "რეალის" ოთხიანი

მადრიდის “რეალმა” კრიშტიანუ რონალდუს გარეშე პირველი გამოცდა ჩააგდო და სეზონი წარუმატებლად დაიწყო. იგივე ითქმის ხულენ ლოპეტეგზეც, რომლის მადრიდული დებიუტი სასიამოვნო არ გამოსულა.

“რეალმა” ერთ შეხვედრაში 4 გოლის 2015 წლის 21 ნოემბრის მერე, როდესაც “ბარსელონასთან” 0:4 წააგო, პირველად გაუშვა. საინტერესოა, რომ ზინედინ ზიდანის თავკაცობის პერიოდში “სამეფო კლუბს” ასეთი რამ არ გადახდენია თავს.

ამასთან, 1948 წლიდან მოყოლებული ლოპეტეგი “რეალის” პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სადებიუტი შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა. ბოლოს იგივე მაიკლ კიპინგის გუნდს დაემართა “სელტასთან” 70 წლის წინ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111159