ფეხბურთი

12:45 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველო ასეულში, საფრანგეთი - სათავეში

ფიფამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბევრი ცვლილებებაა. თუმცა ამას ვერ ვიტყვით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, რომელიც ისევ 96-ე ადგილზე იმყოფება. უფრო სწორად, ვლადიმირ ვაისის გუნდი ამ პოზიციას ინდოეთის ნაკრებთან ერთად ინაწილებს.

...93. ისრაელი – 1256

94. ესტონეთი – 1250

95. უზბეკეთი - 1247

96-97. საქართველო – 1242 ქულა

96-97. ინდოეთი – 1242

98. ყატარი – 1236

99. პალესტინა – 1230

100. სომხეთი – 1227

სანამ მოწინავე პოზიციებზეც ვიტყოდეთ, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების რეიტინგსაც გადავავლოთ თვალი. სამივე მეტოქე ასეულს მიღმაა:

116. ყაზახეთი – 1167 ქულა

129. ლატვია – 1122

130. ანდორა – 1120

და ბოლოს საუკეთესო ათეული, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ როგორც მოსალოდნელი იყო ბევრი და ძირეული ცვლილებებია. 16 წლის მერე პირველად, რეიტინგს სათავეში ჩაუდგა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები. “მამლები” ბოლოს ლიდერის პოზიციაზე 2002 წლის მაისში იმყოფებოდნენ. თავის მხრივ, ყოფილმა ლიდერმა გერმანიამ საოცარი რეგრესი განიცადა და მთელი 14 ადგილით დაქვეითდა, შედეგად ახლა მე-15 პოზიციაზეა.

მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი ხორვატიაც პროგრესირებს და მეოთხეა. ეს კი, წინა თვესთან შედარებით +16 ადგილს ნიშნავს.

საუკეთესო ათეული შემდეგნაირია:

1. საფრანგეთი – 1726 ქულა (პოზიცია წინა თვესთან შედარებით +6)

2. ბელგია – 1723 (+1)

3. ბრაზილია – 1657 (-1)

4. ხორვატია – 1643 (+16)

5. ურუგვაი – 1627 (+9)

6. ინგლისი – 1615 (+6)

7. პორტუგალია – 1599 (-3)

8. შვეიცარია – 1597 (-2)

9-10. ესპანეთი – 1580 (+1)

9-10. დანია – 1580 (+3)

აქვე გეტყვით, რომ ფიფას განახლებული რეიტინგი 20 სექტემბერს გამოქვეყნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101456