თამაშგარე

11:00 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პელეს მექალთანეობაზე წიგნი დაიწერა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, ედსონ არანტეს დონასიმენტო პელეს სიბერე და ავადმყოფობა არამხოლოდ ბრაზილიელ, არამედ მრავალი სხვა ქვეყნის ფეხბურთის მოყვარულთ გულში ხანჯლად აქვთ გატარებული, რადგან პელე ის კაცია, რომელიც არავის დაავიწყდება და ვისაც დაავიწყდება - ეს მისი პრობლემა უფრო იქნება - ვიდრე პელესი.

საყოველთაოდ ცნობილი ამბავია პელეს მექალთანეობა. ღრმა სიბერეშიც კი ეს ამბავი განხილვის საგნად აქვს ქცეული ბრაზილიის ბულვარულ მედიას. ამასწინათ, ერთ-ერთმა მსხვილმა ბრაზილიურმა საგამომცემლო სახლმა საზოგადოებას წარუდგინა წიგნი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, პელეს ქალებს ეხება.

წიგნის ავტორი, ჟურნალისტი ვინმე ორიენდე გია წერს, რომ მან მოიძია პელეს მრავალი, თუნდაც მასთან ერთი ღამის პარტნიორი ქალები და ეს ყველაფერი ფაქტებით ადასტურებს, რომ დიდი ედსონი მხნე და მრავლისშემძლე მხოლოდ მოედანზე არ ყოფილა. ორიენდე გიამ პელესთან თანამყოფელი 300 ქალზე მეტი მოიძია და ეს ცხადია არაა სრული ციფრი და რაოდენობა. აბა პელემ უნდა თქვას მიცხოვრია და “მიმუშავიაო“...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102609