ფეხბურთი

16:07 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯომის" 24 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ “ბორჯომის” ფეხბურთელი თედო კაკულია გარდაიცვალა. 24 წლის ფეხბურთელისთვის ტრაგიკული 14 აგვისტო გამოდგა. აღნიშნული ინფორმაცია "ბორჯომის" ვებგვერდმა დაადასტურა.

თედო კაკულიას სხვა და სხვა დროს “ბორჯომის” გარდა, გორის “დილას”, ფოთის “კოლხეთის”, რუსთავის “მეტალურგისა” და თბილისის “დინამოს” დუბლებში უთამაშია. ასევე იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრიც.

“მსოფლიო სპორტის” რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თანაგუნდელებსა და საფეხბურთო კლუბ “ბორჯომს” უსამძიმრებს.

0.116013