ფეხბურთი

11:42 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპისთვის კალათები შეივსო

ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე 1 თვე დარჩა. ჯგუფური ეტაპის მონაწილე 32 გუნდიდან 26 უკვე ცნობილია, ხოლო დანარჩენი 6 გუნდის ვინაობას პლეი-ოფი გაარკვევს.

თავის მხრივ, უკვე ცნობილია აღნიშნული პლეი-ოფის წყვილები და შეხვედრები 21 და 28 აგვისტოს გაიმართება:

“ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი) – “ზალცბურგი” (ავსტრია)

“ბატე” (ბელარუსი) – პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია)

“იანგ ბოიზი” (შვეიცარია) – “დინამო” (ხორვატია)

“ვიდეოტონი” (უნგრეთი) – აეკ (საბერძნეთი)

“ბენფიკა” (პორტუგალია) – პაოკ (საბერძნეთი)

“აიაქსი” (ჰოლანდია) – “დინამო” (უკრაინა)

მართალია ჯგუფური ტურნირი ჯერ საბოლოოდ არ დაკომპლექტებულა, მაგრამ უკვე ცნობილია ის, თუ რომელ კალათებში გადანაწილდებიან გუნდები:

I კალათა

“რეალი” (ესპანეთი) - ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული

“ატლეტიკო” (ესპანეთი) – ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული

“ბარსელონა” (ესპანეთი) – ესპანეთის ჩემპიონი

“ბაიერნი” (გერმანია) – გერმანიის ჩემპიონი

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) – ინგლისის ჩემპიონი

“იუვენტუსი” (იტალია) – იტალიის ჩემპიონი

“პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი) – საფრანგეთის ჩემპიონი

“ლოკომოტივი” (რუსეთი) – რუსეთის ჩემპიონი

II კალათა

“დორტმუნდი” (გერმანია) – 89.000 კოეფიციენტი

“პორტუ” (პორტუგალია) – 86.000

“მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) – 82.000

“შახტარი” (უკრაინა) – 81.000

“ნაპოლი” (იტალია) – 78.000

“ტოტენჰემი” (ინგლისი) – 67.000

“რომა” (იტალია) – 64.000

“ლივერპული” (ინგლისი) – 62.000

III კალათა

“შალკე” (გერმანია) – 62.000

“ლიონი” (საფრანგეთი) – 59.500

“მონაკო” (საფრანგეთი) – 57.000

ცსკა (რუსეთი) – 45.000

“ვალენსია” (ესპანეთი) – 36.000

“პლზენი” (ჩეხეთი) – 33.000

“ბრიუგე” (ბელგია) – 29.500

“გალათასარაი” (თურქეთი) – 29.500

IV კალათა

“ინტერი” (იტალია) – 16.000

“ჰოფენჰაიმი” (გერმანია) – 14.285

პლეი-ოფი კალათებზე დიდ ცვლილებას ვერ მოახდენს. შესაძლოა ერთადერთი ცვლილება მოხდეს. თუ ლისაბონის “ბენფიკა” ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება (კოეფიციენტი 80.000), მაშინ ადგილს მეორე კალათაში დაიკავებს, ხოლო ინგლისური “ლივერპული” მესამე კალათაში გადაინაცვლებს.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფური ეტაპის წილისყრა 30 აგვისტოს, მონტე კარლოში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112313