ფეხბურთი

17:53 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კუკეში" - "ტორპედოს" შვეიცარიელები განსჯიან

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” ალბანეთშია და ადგილობრივ “კუკეშთან” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის ემზადება.

აღშნიშნულ შეხვედრას შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ალან ბიერი იქნება, ხოლო მას ალან ჰეინიგერი და მატიას სბრისა დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს პასკალ ერლაჩნერი შეასრულებს.

აქვე გეტყვით, რომ კახა ჩხეტიანის გუნდმა ტირანაში ვარჯიში უკვე ჩაატარა. “კუკეშისა” და “ტორპედოს” შეხვედრა 16 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, პირველი თამაში ერთი კვირის წინ ქუთათურებმა დამაჯერებლად, 5:2 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114548