ფეხბურთი

16:06 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბაკაიოკო "მილანის" ფეხბურთელია

იტალიურმა “მილანმა” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ტიემუ ბაკაიოკო გაიფორმა. როგორც ლომბარდიული გრანდის ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ხოლო მისი გამოსყიდვა 1 წლის თავზე 40 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ბაკაიოკომ “როსონერიში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 14-ნომრიანი მაისურიც მოირგო.

24 წლის ფრანგმა სახელი “მონაკოში” გაითქვა, საიდანაც 2017 წელს “ჩელსიში” გადავიდა. თუმცა, ნისლიან ალბიონზე” თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა და პრემიერლიგაში 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112648