ფეხბურთი

15:27 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

0 მატჩი 668 დღეში და 3 მილიონი ხელფასი

ინგლისელმა მცველმა მიკა რიჩარდსმა “ასტონ ვილა” დატოვა. TalkSport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. საინტერესოა, რომ ერთ დროს ინგლისის ნაკრების მცელს 668 დღის განმავლობაში 1 მატჩიც არ ჩაუტარებია.

ბოლოს “ვილა პარკელთა” ღირსება 2016 წის ოქტომბერში “ვულვზის” (1:1) წინააღმდეგ დაიცვა. ხსენებულ პერიოდში “ასტონ ვილამ” 100-მდე თამაში ჩაატარა მიკას გარეშე.

აღსანიშნავია ისიც, რომ რიჩარდსის ხელფასი კვირაში 35 ათას გირვანქას შეადგენდა და შესაბამისად, უთამაშებლობის პერიოდში 3 მილიონ გირვანქაზე მეტი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ მიკა რიჩარდსმა სახელი “მანჩესტერ სიტიში” თამაშით გაითქვა.

Loading...
სტატისტიკა
0.246421