ფეხბურთი

14:25 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნზონზი "რომაში"

ესპანური “სევილიას” ნახევარმცველი სტივენ ნზონზი კარიერას “რომაში” გააგრძელებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და ფრანგ ფეხბურთელს იტალიის დედაქალაქში დღეს ელოდებიან.

“სევილია” ნზონზის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად სტივენს “ჯალოროსიში” გასამრჯელოს სახით წელიწადში 3 მილიონი ევრო ექნება. ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.

29 წლის სტივენ ნზონზის აქამდე “ამიენში”, “ბლექბერნ როვერსში”, “სტოკ სიტისა” და “სევილიაში” უთამაშია. ცოტა ხნის წინ კი, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112496