ფეხბურთი

1:00 | 13.08.2018 | ნანახია 1995 - ჯერ

პრემიერლიგა: ემერის უიღბლო და “სიტის” წარმატებული სტარტი

უნაი ემერის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უიღბლო დებიუტი გამოუვიდა. მისი გაწვრთნილი გუნდი საკუთარ მოედანზე მოქმედ ჩემპიონს, “მანჩესტერ სიტის” დაუხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუშვა.

“ქალაქელები” ორივე ტაიმში უკეთესები იყვნენ და 3 ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა პეტრ ჩეხმა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და მისი საიმედო თამაში რომ არა, სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა. ჩეხმა კიპერმა მთლიანობაში ექვსი სეივი გააკეთა. “სიტის” მაისურით პირველი გოლის გატანასთან ახლოს იყო რიად მაჰრეზი, რომელსაც მიზნამდე სიზუსტე სულ ოდნავ დააკლდა. სახიფათო მომენტები “არსენალსაც” ჰქონდა, თუმცა გაცილებით ნაკლები, ვიდრე მეტოქეს და ლოგიკურია, რომ სტუმრებმა იმარჯვეს.

ანგარიში მე-14 წუთზე რაჰიმ სტერლინგის შესანიშნავი თამაშის შემდეგ გაიხსნა: მან ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, გზად ორი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და საჯარიმოს მისადგომებიდან ჩეხს აუღებელი დაურტყა. მეორე ბურთი კი 64-ე წუთზე გავიდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბერნარდო სილვამ 13-14 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და ჩეხს შანსი არ დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა ბენჟამინ მენდიმ მიითვალა – 0:2.

გათამაშება მშვენივრად დაიწყო “ლივერპულმა”, რომელიც “ენფილდ როუდზე” “ვესტ ჰემს” დაუხვდა და ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურა. პირველი ბურთი მოჰამედ სალაჰმა მე-19 წუთზე გაიტანა, რომელიც რობერტსონის მიერ კარის გასწვრივ გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა და ცარიელ კარში შეაგდო. ტაიმის დამატებულ წუთზე კი უკვე ჯეიმს მილნერმა გაატანინა სადიო მანეს ცარიელ კარში. 53-ე წუთზე მანემ დუბლი გაიფორმა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ფირმინოს პასის დროს თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გოლი არ უნდა ჩათვლილი. “ჩაქუჩების” რბევას წერტილი 88-ე წუთზე დაესვა: მოედანზე ერთი წუთით ადრე გამოსულმა დანიელ სტარიჯმა ახლო მანძილიდან შეაგდო – 4:0.

“საუთჰემპტონის” და “ბარნლის” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ლივერპული – ვესტ ჰემი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 სალაჰი (19), 2:0, 3:0 მანე (45+2; 53), 4:0 სტარიჯი (88)

არსენალი – მანჩესტერ სიტი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 სტერლინგი (14), 0:2 ბ.სილვა (64)

საუთჰემპტონი – ბარნლი 0:0

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:46 | 13.08.2018
valeri8848 (1832)

ეს ემერი როდის იყო იღბლიანი დაწარმატებული ????//??????

08:30 | 13.08.2018
temooo82 (1357)

არსენალ მოგ.. დედა, რასაც ვუყურე გადაურბინა სიტიმ, მაგარი გუნდია რა...

სტატისტიკა
პრემიერლიგა - ტური 2
  • 18 აგვისტო, 2018
  • ბრაიტონი - მანჩესტერი
  • ბარნლი - უოტფორდი
  • კარდიფი - ნიუკასლი
  • ჩელსი - არსენალი
  • კრ. პალასი - ლივერპული
  • ევერტონი - საუთჰემპტონი
  • ლესტერი - ვულვზი
  • სიტი - ჰადერსფილდი
  • ტოტენჰემი - ფულემი
  • ვესტ ჰემი - ბორნმუთი
  •  
  • ლივერპული1 1 0 0 4-0 3
  • ჩელსი1 1 0 0 3-0 3
  • ბორნმუთი1 1 0 0 2-0 3
  • კრ. პალასი1 1 0 0 2-0 3
  • სიტი1 1 0 0 2-0 3
  • უოტფორდი1 1 0 0 2-0 3
  • მანჩესტერი1 1 0 0 2-1 3
  • ტოტენჰემი1 1 0 0 2-1 3
  • ევერტონი1 0 1 0 2-2 1
  • ვულვზი1 0 1 0 2-2 1
  • ბარნლი1 0 1 0 0-0 1
  • საუთჰემპტონი1 0 1 0 0-0 1
  • ლესტერი1 0 0 1 1-2 0
  • ნიუკასლი1 0 0 1 1-2 0
  • არსენალი1 0 0 1 0-2 0
  • ბრაიტონი1 0 0 1 0-2 0
  • კარდიფი1 0 0 1 0-2 0
  • ფულემი1 0 0 1 0-2 0
  • ჰადერსფილდი1 0 0 1 0-3 0
  • ვესტ ჰემი1 0 0 1 0-4 0
პრემიერლიგა - ტური 3
  • 25 აგვისტო, 2018
  • არსენალი - ვესტ ჰემი
  • ბორნმუთი - ევერტონი
  • ფულემი - ბარნლი
  • ჰადერსფილდი - კარდიფი
  • ლივერპული - ბრაიტონი
  • მანჩესტერი - ტოტენჰემი
  • ნიუკასლი - ჩელსი
  • საუთჰემპტონი - ლესტერი
  • უოტფორდი - კრ. პალასი
  • ვულვზი - სიტი
  • 2 გოლი
  • კალუმ უილსონი (ბორნმუთი)
  • რობერტო პერეირა (უოტფორდი)
  • სადიო მანე (ლივერპული)
  • 1 გოლი
  • თეო უოლკოტი (ევერტონი)
0.217499