ფეხბურთი

21:50 | 12.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" და "ჩიხურამ" მოიგეს

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩში "ლოკომოტივი" შინ თბილისის "დინამოსთან" 2:4 დამარცხდა, ხოლო "დილამ" გორში "ჩიხურასთან 1:3 წააგო.

"დინამო" ზივზივაძის ჰეთ-თრიკით და ივანისენიას გოლებით 4:0 დაწინაურდა, შემდეგ ყურადღება მოადუნეს და ორი გოლი გავაშელიშვილმა გაუტანა.

"დინამო" ლიდერ "საბურთალოს" ხუთი ქულით ჩამორჩება, ხოლო "ლოკომოტივი" 22 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

"ჩიხურამაც" იოლი გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტაიმში ბუღრიძის და გაბედავს გოლებით საჩხერელები 2:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის 90-ე წუთზე გორელთა ბრაზილიელი ფეხბურთელის სანტონის ავტოგოლით იმერლები 3:0-ს იგებდნენ. "დილამ" პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხა. საჯარიმოში გოგუა წააქციეს, მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა და 95-ე წუთზე ლეანდრომ ერთი ბურთი გაქვითა.

1. საბურთალო 20 16 1 3 41:15 49
2. დინამო თბილისი 20 14 2 4 44:20 44
3. ჩიხურა 20 11 4 5 34:18 37
4. გორის დილა 19 9 7 3 37:27 34
5. ტორპედო 18 8 3 7 26:18 27
6. ლოკომოტივი 20 6 4 10 25:36 22
7. რუსთავი 19 5 6 8 19:25 21
8. ბოლნისი 20 4 4 12 19:36 16
9. სამტრედია 20 1 6 13 13:35 9
10. ფოთი 20 3 5 12 21:49 8
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.232846