ფეხბურთი

11:47 | 12.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სლიმანი "ფენერბაჰჩეში" ითამაშებს

ალჟირის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ისლამ სლიმანი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ფენერბაჰჩეში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აფრიკელი მოთამაშე 2016 წელს "მელიებმა" "სპორტინგიდან" დაიმატეს. გასული სეზონის ნახევარი სლიმანიმ "ნიუკასლში" ასევე იჯარის წესით გაატარა. "ლესტერის" რიგებში ფეხბურთელმა 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.297292