ფეხბურთი

21:55 | 11.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიკემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა ჟერარ პიკემ ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ესპანეთის სუპერთასის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. პიკემ აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავი წლები გაატარა და მისი გადაწყვეტილება ლუის ენრიკემ უკვე იცის.

პიკემ ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2009 წელს ინგლისთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. მას შემდეგ ჟერარმა 103 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მცველი სანაკრებო კარიერის განმავლობაში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116708