ფეხბურთი

17:55 | 11.08.2018 | ნანახია 1395 - ჯერ

ინგლისურმა კლუბებმა ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებში 218 მილიონი ევრო დახარჯეს

სიახლე არ გახლავთ, რომ ინგლისური კლუბები ლა ლიგიდან განსაკუთრებით ბევრ მოთამაშეს იმატებენ. გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა.

როგორც მოგეხსენებათ, ახალი წესების მიხედვით პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა. შესაბამისად, კლუბები ახალ მოთამაშეებს ვეღარ დაიმატებენ.

საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია შემოგვთავაზა ესპანურმა მარკამ, რომელმაც გამოთვალა და აღმოჩნდა, რომ ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისურმა კლუბებმა ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების შესაძენად 218 მილიონი ევრო დახარჯეს.

“ჩელსიმ” 80 მილიონი ევრო გადაიხადა კეპა არიზაბალაგას სანაცვლოდ, “ევერტონმა” იერი მინაში, ლუკას დინიეში და ანდრე გომეშში “ბარსელონას” 52 მილიონი ევრო გადაუხადა, “ლევანტემ” ჯეფერსონ ლერმას ტრანსფერით 28 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო დანარჩენი თანხა ჟერარ დეულოფეუს (13 მლნ), დიოგო ხოტას (14 მლნ), მარტინ მონტოიას (7 მლნ), ფაბიან შარის (4 მლნ), ფლორინ ანდონეს (6 მლნ), დიეგო რიკოს (12 მლნ) და მარკ ნავაროს (2 მლნ) ტრანსფერებზე მოდის. გარდა ამისა, ხონი კასტრო, ვიქტორ კამარასა, ლუსიანო ვიეტო და სერხიო რიკო ინგლისურ კლუბებს იჯარით შეუერთდნენ, ხოლო ვისენტე გუაიტა - თავისუფალი აგენტის სტატუსით.

საპასუხოდ, ესპანელმა კლუბებმა პრემიერლიგიდან 12 მოთამაშე დაიმატეს, რომელთაგან თანხა მხოლოდ 3 მოთამაშეში გაიდახადეს: ტიბო კურტუაში (35 მლნ), ფუნეს მორიში (9 მლნ) და მიკელ მერინიოში (12 მლნ).

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:53 | 11.08.2018
mjgiri (3846)

ყველაზე სლე ბორნმუთია,ლერმაში 28 მილიონი რომ გადაიხად

18:16 | 11.08.2018
despe (3359)

უკვე წლებია ესპანელ ფეხბურთელებზე აკეთებენ აქცენტს.

სტატისტიკა
0.183027