ფეხბურთი

14:50 | 11.08.2018 | ნანახია 1083 - ჯერ

“ფულჰემი” ძლიერდება

გუშინ გაუწყეთ, რომ “ფულჰემმა” “სევილიას” ძირითადი მეკარე სერხიო რიკო დაიმატა. ახლა კი გაცნობებთ, რომ “კოტეჯებმა” კიდევ სამი ფეხბურთელი გაიფორმეს: ანდრე ზამბო ანგუისა, ტიმ ფოსუ-მენსა და ლუსიანო ვიეტო.

22 წლის ჩამშლელ ნახევარმცველს ანგუისას ლონდონურმა კლუბმა ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო “მარსელს” 24.85 მილიონი ევრო გადაუხადა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” მარჯვენა მცველი ფოსუ-მენსა და “ატლეტიკოს” ფორვარდი ლუსიანო ვიეტო “ფულჰემში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებენ.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სტატისტიკა
0.184684