ფეხბურთი

2:00 | 11.08.2018 | ნანახია 2713 - ჯერ

პრემიერლიგა: “წითელმა ეშმაკებმა” გამარჯვებით დაიწყეს

პრემიერლიგის 2018/2019 წლების სეზონმა სტარტი აიღო. გათამაშების გახსნით მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორზე” “ლესტერს” დაუხვდა და პირველი სამი ქულის მოპოვება მოახერხა.

მასპინძლებს სანახაობრივი თამაში არ უჩვენებიათ და დაახლოებით იმ სტილში ითამაშეს, როგორშიც გასულ სეზონში ასპარეზობდნენ. მალევე დაწინაურდნენ, ხოლო შემდეგ პრაგმატულ თამაშზე გააკეთეს აქცენტი და საბოლოოდ ჩაფიქრებულ მიზანსაც მიაღწიეს.

მეორე წუთზევე ანდრე მარინერმა საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო, ამარტიზე ხელით თამაში დააფიქსირა და ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. 11-მეტრიანის შესრულება პოლ პოგბამ ითავა და მარჯვენა მაღალ კუთხეში კასპერ შმეიხელს აუღებელი დაურტყა. პირველ ნახევარში “იუნაიტედს” ფაქტობრივად აღარ შეუტევია, “ლესტერს” კი გოლის გატანის რეალური შანსი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ჯეიმს მედისონს 29-ე წუთზე დავიდ დე ხეამ აჯობა.

მეორე ნახევარში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მასპინძელთაგან ხუან მატას დააკლდა ცოტა, ხოლო “მელიებიდან” კელეჩი იჰეანაჩო აქტიურობდა, მაგრამ ისევ ესპანელმა კიპერმა ივარგა. 78-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა რომელუ ლუკაკუ, თუმცა შმეიხელის შესანიშნავმა თამაშმა სტუმრები იხსნა.

“წითელმა ეშმაკებმა” მეორე ბურთი ხუთ წუთში მაინც გაიტანეს: ლუკ შოუმ შესანიშნავი მოძრაობით ჩამოიტოვა მეტოქე და შეტევა მშვენიერი დარტყმით დააბოლოვა. “მელიებმა” პრესტიჟის ბურთი 93-ე წუთზე გაიტანეს: ჯეიმი ვარდიმ დავიდ დე ხეას დაბნეული თამაშით ისარგებლა და ახლო მანძილიდან თავით შეაგდო – 2:1.

მანჩესტერ იუნაიტედი – ლესტერი 2:1 (1:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა, ბაილი, ლინდელოფი, შოუ, დარმიანი, ფრედი (მაკტომინი 76), ა.პერეირა, პოგბა (ფელაინი 84), სანჩესი, მატა, რეშფორდი (ლუკაკუ 66).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ლესტერი (4-2-3-1): შმეიხელი, მორგანი, მაგუაირი, ჩილველი, ამარტი (გეჟალი 63), ა.სილვა (იბორა 80), ნდიდი, მედისონი (ვარდი 63), დ.გრეი, რ.პერეირა, იჰეანაჩო.
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 1:0 პოგბა (3 პენ.), 2:0 შოუ (83), 2:1 ვარდი (93)
გაფრთხილებები: ფრედი, ა.პერეირა – ამარტი
მსაჯი: ანდრე მარინერი

Loading...

კომენტარები (31)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:29 | 12.08.2018
barcelona1991 (3273)

სიტის შემთხვევაში მხოლოდ ის მაეჭვებს თუ რამდენად მოახერხებენ ზედიზედ გაჩემპიონებას.ინგლისის ჩემპიონატის ზედიზედ მოგება არც ისე იოლია.

21:31 | 12.08.2018
mjgiri (3628)

გვარდიოლას ფეხბურთი კაკ რაზ მორგებული გრძელ ტურნირებზე

21:37 | 12.08.2018
barcelona1991 (3273)

ეგ კი უბრალოდ ინგლსი უკვე მოაგებინა და ახლა უფრო ლიგაზე ექნბეა კონცენტრაცია პეპს.ნუ ამგვარი ამბიცია აქვს ყოველ შემთხვევაში სიტის.აი კლოპს პირიქით წელს პრემიერლიგა ენდომება რადგან წინა წელს ფინალში გაიყვანა ლივე ჩემპ.ლიგის.

21:16 | 12.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10072)

სიტიმ და ლივერპულმა ისეთი თამაში დადეს გამოჩნდა ვინ რისი მაქნისია.მანჩესტერს ხალხი აკლდაო დდდდ ლივერპულსაც აკლდა და სიტსაც მაგრამ აგერ გამოჩნდა რაშია საქმე

21:24 | 12.08.2018
barcelona1991 (3273)

გეთანხმები ნმადვილად.ტყუილად არ დავაპროგნოზე რომ ჩემპიონი ან სიტი გახდება ისევ ან ლივერპული.ჩელსის და მანიუსი არ მჯერა.ტოტეს და არსენალს არ განვიხილავ.

21:26 | 12.08.2018
mjgiri (3628)

ლივერპულმა ისე გააძლირა სატავი,წელსაც მეოთხეზე თუ გავიდნენ,წარუმატებლობა იქნება

21:22 | 12.08.2018
mjgiri (3628)

ვინ აკლდა ლივერპულს ? ლოვრენი ?

21:24 | 12.08.2018
mjgiri (3628)

2 ძირითადი განაპირა მცველი,ძირითადი საყრდენი,ფორვადი არ იყო+პოგბა,რომელსაც ამ ზაფხულს გუნდთან საერთოდ არ უვარჯიშია.ამასთან ერთად,ეს ფრედისთვის და პერეირასთვის საერთოდ პირველი თამაში იყო,არა მხოლოდ მანჩესტერის რიგებში,არამედ პრემიერლიგაშიც..ასე რომ,შედარება არ შეიძლება

20:57 | 12.08.2018
barcelona1991 (3273)

სიტიმაც მაგრად დაიწყო.გასვლაზე არსენალსდამაჯერებლად დაადეს.

21:01 | 12.08.2018
M.U2020 (223)

მაგათ წელს ყველა დამაჯერებლად მოუგებს ეგ არაფერი

20:53 | 12.08.2018
M.U2020 (223)

დიდება მანიუს) 7 ადგილი გვაქ რა ჯერ) მთავარია გასვლაზე ბრაიტონთან 3 ქულა ავიხოთ ^_^ ხო ვთქვი ბევრჯერ ინანებენ კიდე ვენგერა რო გაუშვეს არსენალიდან ))

18:42 | 12.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10072)

ლივერპუუულ

20:08 | 12.08.2018
barcelona1991 (3273)

გილოცავ საყვარელი გუნდის მოგებას.უმაგრესი სტარტია.შემდეგი ტური კრ.პალასთან აქვთ გასვლა და მაგასაც მგონია მოიგებენ.

21:15 | 12.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10072)

გაიხარე გაიხარე.კრისტალ პალასიც და ჩემპიონობა თუ უნდათ სიტი ისეთი გუნდია ქულათა მაქსიმუმი უნდა დადონ

21:26 | 12.08.2018
barcelona1991 (3273)

კი შენი ლივეს მთავარი პრობლმეა ისაა რომ არასტაბილურია.ახლა კალენდარს დავხედე და უახლოესი სამი მეტოქე კრ.პალასი,ლესტერი და ბრაიტონი ყავს.სამივე მოსაგები აქვს რადგან მერე გასვლა ელის ტოტესტან და იქ 3 ქულას ვერ დაგეგმავთ.

01:08 | 12.08.2018
arturi-baierni (24462)

უნაის დედას მოხვდება დიდი ეპლური სლეე მაგან რამე ვერ დადოს მაგის ქათამი დედის დედაა დიდი ბებია ბაბუა 4 გარეთ რჩება უეჭველი

01:01 | 12.08.2018
arturi-baierni (24462)

კლოპი მოდის დას ატყვ ნელ ად ეპლიის ....ყველას ეშველება რაღაც ჟოზეს გარდა შემაძულა ფეხბურთის ყურება

22:43 | 11.08.2018
chamilo (33415)

ეს ევერტონი რა უცნაური კლუბია,ფეხბურთელებს იმატებენ 2 სეზონია და უფრო ცუდ შედეგს დებს ვიდრე წინა წლებში

00:58 | 12.08.2018
arturi-baierni (24462)

არც ვულვზია სუსტი მათაც ყავთ კარგი პატრონი ისე პირველი ტურია აცა ცოტა მერსისაიდელებს

22:17 | 11.08.2018
mjgiri (3628)

რაულ ხიმენესს მოვუდღან დედა,ექსპრესის გაფუჭება უნდა

22:11 | 11.08.2018
chamilo (33415)

TERRY 26 LAMPARD 8 მე რა მეკადრება კარგად ვიცი მაგრამ აი აბრამა რასაც აკეთებს ნამდვილად არ ეკადრება,კონტემ პრემიერ ლიგა მოაგებინა და ტიპს სასურველი ფეხბურთელები არ უყიდეს,აი დამთავრდება სეზონი და ნახავ რომ ჩელსი ოთხეულში არ იქნება

22:17 | 11.08.2018
TERRY 26 LAMPARD 8 (3394)

შენი საქმის შენიცი ბაზარი რაა. რაც შეეხება კონტეს მაგისთვის მესიც რომ ეყიდათ მაინც ისეთ ცენზურა ფეხბურთს ითამაშებდა,იმედია სეზონის ბოლოს გაიხსენებ შენს კომენტარებს ჩელსიზე.

22:32 | 11.08.2018
chamilo (33415)

მე კონტეს უფრო ძლიერ მწვრთნელად ვთვლი,ვიდრე სარი არის,უბრალოდ ცუდია რომ ამ ბოლო ხანს,აბრამოვიჩი ინერტული გახდა ტრანსფერებში

22:50 | 11.08.2018
mjgiri (3628)

ორივეს თავისი პლიუსები აქვს

21:35 | 11.08.2018
TERRY 26 LAMPARD 8 (3394)

ჩამილო რა ხდება არ უყიდია ბაიერნს რაჰმან ბაბა

22:09 | 11.08.2018
chamilo (33415)

ჩელსიში როგორც ფეხბურთელების უმეტესობას ემართება ეგ დაემართა თუ არ ვარგოდა გერმანიაში მაშინ ჩელსი გაუშტერებიათ და ეგაა

22:21 | 11.08.2018
TERRY 26 LAMPARD 8 (3394)

იასნა დააშტერეს აბა რა იყო რამ მოაწონათ ეგ, ისე მახსოვს შენი კომენტარები მაგრად აქებდი ბაბას ახლა კი თურმე ჩელსი გაუშტერებიათ

22:41 | 11.08.2018
chamilo (33415)

გერმანიაში შალკეში მაგარი იყო

21:32 | 11.08.2018
TERRY 26 LAMPARD 8 (3394)

ჩამილო არ გეკადრება ასეთი კომენტარების წერა

21:21 | 11.08.2018
mjgiri (3628)

ისე რუბენ ნევეში ჩემპიონშიპში როგორ წავიდა,არადა მაგარიი იგროკია

21:18 | 11.08.2018
mjgiri (3628)

იაგელკა სლე,ექსპრესის გაფუჭება უნდა

17:39 | 11.08.2018
R M A (63)

მე მგონია ვულვერჰემპტონი შევა ექვსეულში. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ყავთ თან მწვრთნელიც ძლიერია

17:28 | 11.08.2018
mjgiri (3628)

მე ჩელსიში მაინტერესებს რა როლი ექნება მოზესს.ადამიანი ბოლო ორი სეზონი ძირითადის ფეხბურთელი იყო,მაგრამ სარის გუნდში პოზიცია უბრალოდ არ მოიძებნება მოზესისთვის.
მოზესი არაა არც ფლანგის მცველი და ვინგერის თვისებებიც არ გააჩნია.

17:04 | 11.08.2018
chamilo (33415)

უნაი ემერი თუ გაქაჩავს ეგაა საქმე თორე შემადგენლობა საკმაოდ კარგი ჰყავს არსენალს,ამ გუნდს კარგი მწვრთნელი მე-3 ადგილზე გაიყვანდა

17:06 | 11.08.2018
mjgiri (3628)

და სხვა გუნდებს არ ყავთ შემადგენლობა?

17:36 | 11.08.2018
chamilo (33415)

ვის რა ჰყავს გამოჩნდება,სეზონის ბოლოს,ლივერი,სიტი,მანიუ და არსენალი შევა ოთხეულში

16:54 | 11.08.2018
mjgiri (3628)

რა არსენალის გაძლიერება,ღადაობთ ან ვინ დაიმატეს ისეთი,კარდინალურად რო შეეცვალა გუნდი? ყველაფერთან ერთად,უნაი ემერი არაა ის მწვრთნელი,ვინც ჩემპიონატში მაღალი ადგილის გარანტია,ემერი უფრო სათასო მწვრთნელია.არსენალი გავა მე - 6 ადგილზე,თუ ევერტონმა არ გადაასწრო

16:36 | 11.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10072)

ტოტენჰემი ოთხეულისთვის მებრძოლი გუნდი არის ამისთვის სერიოზილი ბრძოლა მოუწევს მაგრამ შეუძლია.მე არსენალზე ძლიერი გუნდი მგონია.მიუხედავად ამდენი ახალი სახისა არსენალი მაინც ვერაა ის გუნდი საჩემპიონოს რო უძახიან.სარი რას იზავს ეგეც რთული სათქმელია მოკლედ დახოცონ ამათმა ლიგისთვის ერთმანეთი ლივერპული და სიტი ამათზე მაღლა დგანან

16:34 | 11.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10072)

მანჩესტერის თამაშის ყურება არი საშინელება.მაურინიოს რატო არ უშვებენ.გუშინ გამოჩნდა მანჩესტერის შესაძლებლობა,იგივე სეზონი ექნება იუნაიტედს ან უარესი.არც უნდა მოეგოთ გუშინ მოგონილი პენალტი დაიდო არცაა გასაკვირი ინგლისში წლებია ამ გუნდს აძლევენ

16:51 | 11.08.2018
mjgiri (3628)

2 ფლანგის მცველი არ იყო,ჩამშლელი და ცენტრალური თავდამსხმელი+ პოგბა ორი დღის წინ შეუერთდა გუნდს,პერეირა და ფრედი პირველ შეხვედრას ატარებდნენ იუნაიტედის შემადგენლობაში

20:05 | 11.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10072)

ლესტერზე ბერვად ძლიერი შემადგენლობა ყავდა მანჩესტერს თან ოკდ ტრაფორდზე.მოგონილი პენალტიდან რო ბურთი გაიტანეს იმის მერე მთელი ტაიმი იდგნენ ანუნისევ იგივე ყ ეობა ფეხბურთს თამაშობს მანჩესტერი

21:05 | 11.08.2018
mjgiri (3628)

მეც არ მომწონს მოურინოს ფეხბურთ,მაგრამ,გუნდი ჯერ რომ ვერ იქნება ფუნქციონალურად მზად,ეგ გასაგებია

15:44 | 11.08.2018
ეშლი იანგი (6445)

მე 1 ცენტრაურ მცველს ვიყიდით ტობის ან ბოატენგს მეტი არცაა საჭირო. ლინდელოფი-ბაიის წყვილი მომეწონა. იმედია ლინდელოფი-ბაიას უფრო მეტად გაიხსნება გუნდში. ლუკაკუ მომენტზე ყველაზე მეტადვმწყდება გული. როგორ ვერ გაიტანა მაგ სლემ მამადუ სახომ

15:47 | 11.08.2018
ეშლი იანგი (6445)

მატაც კაი იყო

15:29 | 11.08.2018
barcelona1991 (3273)

ახლა ვნახე გადის სილქზე

16:34 | 11.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10072)

სილქზე არი? მე როგორც ვიცი ჩელსს და მერე ვულზვს უშვებენ

17:49 | 11.08.2018
barcelona1991 (3273)

კი იყო და ვუყურე.კარგია თუ ჩელსსაც გაუშვებე ვუყურებ მაგასაც.

15:13 | 11.08.2018
barcelona1991 (3273)

მეგობრებო ნიუკასლი-ტოტენჰემი სილქ უნივერსალზე გავა?თუ იცით.

14:02 | 11.08.2018
dadado9 (14868)

ჩამილო

ტოტენჰემზე ვერ დაგეთანხმები, ტოტენჰემის სიძლიერე ახალგაზრდებშია რომლებიც წლიდან წლამმდე უმატებენ და უკვე ეს არის მათი გაძლიერება )

14:09 | 11.08.2018
chamilo (33415)

ჩემი აზრით ამ გუნდის მაქსიმუმი ვნახეთ რაც შეუძლიათ,ეხლა კი როცა ლივერმა,არსენალმა ასე გააძლიერა შემადგენლობა,მათი თამაშის ხარისხიც მოიმატებს,ლივერი და სიტი 1-2 ადგილს გაითამაშებენ თუ ემერიმ ივაჟკაცა არსენალს შეუძლია მე-3 ადგილი აიღოს თუ ვერ ივარგა მანიუ დაიკავს მე-3 ადგილს და ტოტენჰემს მოუწევს მეთოფეებთან ან ეშმაკებთან გაბრძოლება და წესით უნდა გაუჭირდნენ,ჩელსი და ტოტეს მაინც ვფიქრობ ოთხეულს მიღმა დარჩერბიან

13:27 | 11.08.2018
mjgiri (3628)

ჩელსის სახეს გააძრობენ დღეს

13:38 | 11.08.2018
barcelona1991 (3273)

მე მგონია მოიგებს.მეტოქე სუსტია.

13:06 | 11.08.2018
barcelona1991 (3273)

მეც სიტი ან ლივე მგონია ჩემპიონი.

12:56 | 11.08.2018
chamilo (33415)

სიტი და ლივერპულს შორის გაიმართება საჩემპიონო ბრძოლა,კლოპი ჩემი ფავორიტი მწვრთნელია მაგრამ ამ შემადგენლობით მას მოეთხოვება რომ პრემიერ ლიგა მოიგოს,საკმაოდ დიდი შევსება მიიღეს და ის სისუსტე რაც ჰქონდათ წესით უნდა გამოსწორებულიყო,მეკარე არ ჰყავდათ და ალისონი იყიდეს,დაცვაში პრობლემები იყო და ვან დეიკი ჰყავთ,ლოვრენიც კარგად ათამაშდა და ფლანგებზეც რობერტსონი და არნოლდი კარგია და შემცვლელებიც კლაინი და მორენოს გამოყენებაც შეიძლება,იყო ცენტრში პრობლემა და კეიტა,ფაბინიოთი გაძლიერდნენ,სხვა გუნდებს რაც შეეხება ლივერის შემდეგ ყველაზე მეტად შემადგენლობა არსენალმა გააძლიერა და ემერი თუ გაქაჩავს ამ კლუბს შეუძლია შევიდეს ოთხეულში,საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ,მოუც ვფიქრობ რომ მოახერხებს კლუბის ოთხეულში შეყვანას,აი ტოტენჰემს ძვირად დაუჯდება რომ არ გააძლიერეს გუნდი,ამის გამო შეიძლება ოთხეულს მიღმა დარჩნენ,მანიუს და ტოტენჰემს შორის მგონია რომ გათამაშდება ლიგის საგზურის ბედი

13:19 | 11.08.2018
# KoRBeN DaLLaS # (13121)

შაქირისაც შეუძლია სკამიდან კარგად ჩართვა. მთავარია სტაბილური პალასა დაიჭიროს ლივერმა, სწორედ მაგ სტაბილურობით იგებენ ჩემპიონატებს გვარდიოლას გუნდები.
თუმცა კლოპისთვის ეგ მთლად უცხო არაა, ბოლობოლო ბავარიასთვის აქვს ნაჯობნი ორჯერ ბუნდესლიგაში.
ჩელსის შანსებს რატომ აფასებ "სკრომნად" ?

13:23 | 11.08.2018
chamilo (33415)

კი ლივერი ყველა გრანდს უგებს და უმნიშვნელო მეტოქესთან კარგავს ქულებს,სტაბილურად თუ ითამაშებენ დიდი შანსი აქვთ მოგების,ჩელსის რაც შეეხება,რა თქმა უნდა ეს ჩემი პირადი აზრია,ბოლო წლებში აბრამოვიჩმა აიღო კლუბზე ხელი და ისე აღარ ზრუნავს როგორც წლებში,ტრანსფერებში ძალიან მოიკოჭლებენ,კონტეც სულ მაგას იძახდა რომ ფეხბურთელები ვერ მომყავსო,აი სარიც მოვიდა და რა შევსება მიიღეს,მხოლოდ ჟორჟინიო,იგივე ემერი თუ ივარგებს,ხომ ხედავ რა შევსება მიიღო არსენალმაც,მგონია რომ ჩელსი ოთხეულს მიღმა დარჩება

12:31 | 11.08.2018
# KoRBeN DaLLaS # (13121)

დღეს კარდიფის ორიანი მგონია ლამაზობით

13:08 | 11.08.2018
barcelona1991 (3273)

მსხვილი კუში ექნება.ისე ეეგთი მსხვილი კუშები რო აარჩიო ასე 6 მატჩი და ლარიანი დაუდო ეგებ გაარტყა და მსუყედ მოიგებ კაცი.

13:14 | 11.08.2018
# KoRBeN DaLLaS # (13121)

ხუთამდე აქვს კუში. ექვსის რა გითხრა, მაგრამ სამი მაქვს გარტყმული და ლარში 110 ლარი მოგებული.

13:20 | 11.08.2018
barcelona1991 (3273)

ეგეც მაგარია.ხოდა დადე ეგრე ხოლმე ეგებ კიდევ მოიგო

13:28 | 11.08.2018
# KoRBeN DaLLaS # (13121)

ისეთი მცირეა ეგრე მოგების ალბათობა, რომ ლარის დადებაც კი მენანება ხოლმე

13:37 | 11.08.2018
barcelona1991 (3273)

არც ისე მცირეა ნუ 3ზე მეტი კუში რო აიღო 3-4 მატჩი და დაგიჯდეს ეგაა.

12:03 | 11.08.2018
Torres9 (12647)

შარშანდელი მოუ და მანჩესტერი იქნება ისევ,გოლი და ავტობუსი.მართლა ეშმაკები არიან ისტორიულად უმართლებს ამ გუნდს ყოველთვის.
ლესტერდან პერეირა კარგი იქნება ალბათ წელს და გეზალიც კარგად ჩაერთო.

12:06 | 11.08.2018
mjgiri (3628)

ნდიდი მომწონს ლესტერში

11:25 | 11.08.2018
ani-federer 20 (5392)

მარჯვენა ფლანგზე რო ლესტერიდან ტეხნარობდა ეგ ვინ იყო

11:55 | 11.08.2018
mjgiri (3628)

პერეირა იქნებ

11:55 | 11.08.2018
mjgiri (3628)

ან გეზალი

11:56 | 11.08.2018
mjgiri (3628)

მე პირადად,დიდი ტექნარები ლესტერში ვერ შევამჩნიე

09:43 | 11.08.2018
gio-chipa (139)

სულ შემთხვევით მოიგო მანიუმ..... ისე დე ხეას რა ჭირს ბიჭებო? მერამდენედ ემართება კარიუსი

10:18 | 11.08.2018
mjgiri (3628)

არ თქვა ეხა გოლში დამნაშავეაო

11:31 | 11.08.2018
gio-chipa (139)

არაა რო? და პასი რო მიცა ჯიგრულად ლესტერის ფეხბურთელს არც იქ? ან კიდე დასაჭერ ბურთს მევალესავეთ რო გლიჯა და ჩააბარა მეტოქეს

11:43 | 11.08.2018
mjgiri (3628)

ეგ ბაიის ბრალი იყო,იმ ბურთზე რეაგირება ცოტა ძნელია

სტატისტიკა
0.258441