ფეხბურთი

21:26 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესი - "ბარსელონას" ახალი კაპიტანი

კატალონიის "ბარსელონას" 2018/19 წლების სეზონიდან ლიონელ მესი უკაპიტნებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. არგენტინელი პირველი კაპიტანი იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტნები - სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე და სერხი რობერტო.

ლიონელი კაპიტანი ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ გახდა, რომელიც იაპონურ გუნდში გადავიდა სათამაშოდ და "ბლაუგრანას" ჩავის წასვლის შემდეგ 2015/16 წლების სეზონიდან კაპიტნობდა.

ლიონელ მესის "ბარსელონას" რიგებში ყველა ტურნირზე 637 მატჩი აქვს ჩატარებული. არგენტინელმა 552 გოლი გაიტანა და 239 საგოლე გადაცემა შეასრულა. 31 წლის არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110278