ფეხბურთი

20:25 | 10.08.2018 | ნანახია 773 - ჯერ

"ჩელსიმ" ბატშუაი ამჯერად "ვალენსიაში" გაანათხოვრა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი მიში ბატშუაი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ვალენსიაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "ღამურების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბატშუაიმ გასული სეზონის ნახევარი ასევე იჯარის წესით "დორტმუნდში" გაატარა, სადაც 14 მატჩში ცხრა გოლის გატანა შეძლო. მიშის "ჩელსიში" სათამაშო დრო არ ეძლეოდა და როგორც გაირკვა არც მაურიციო სარის გეგმებში შედის ბელგიელი თავდამსხმელი.

მიში "ჩელსიმ" 2016 წელს "მარსელიდან" 39 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ბატშუაიმ "არისტოკრატების" მაისურით 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 19-ჯერ გამოიჩინა. ბელგიელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:47 | 11.08.2018
saamtrediel (187)

როგორც ვიცი, სარს შავკანიანები მაინცდამაინც არ ეხატება გულზე.

12:05 | 11.08.2018
Torres9 (12641)

ვინმემ იცით ეს კაცი რატო არ გამოისყიდა დორტმუნდმა?

13:25 | 11.08.2018
chamilo (33361)

გამოსყიდვის უფლება არ ჰქონდა დორტმუნდს იმ დროს მაგრამ ეხლა როცა გასაყიდათ გამოუშვეს ბაზარზე უნდა ეაქტიურათ იქნებ ეყიდათ

22:27 | 10.08.2018
gio-chipa (135)

ჩამოუვარდება კი არა მორატასაც ჯობია ძმაო ეს და ჟირუსაც, მითუმეტეს სარის სტილს მაგრად მოერგებოდა... ამის გაშვება შეიძლება ცრუ ცხრიანით თამაშს ნიშნავდეს.. აბა მორატას და ჟირუს იმედად არამგონია დაეტოვებია გუნდი, მაგრამ საკითხავია ვინ უნდა დასვას ცრუ ცხრიანზე რო? აზარი ვითომ?

22:43 | 10.08.2018
mjgiri (2596)

ცრუ ცხრიანი ბატშუაიმ როგორ უნდა ითამაშოს?

11:41 | 11.08.2018
chamilo (33361)

მერე სად უწერია ბატშუაიმ უნდა ითამაშოსო კაცს უწერია რომ რადგან უშვებს მაგას შეიძლება ცრუ ცხრიანით აპირებს თამაშსო

21:22 | 10.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (9399)

დორტმუნდში ძაან მაგარი იყო ბატშუაი ჩელსიმ რატო გაუშვა მორატა ჟირუს ბევრით არაფრით ჩამოუვარდება დღეს

04:47 | 17.08.2018
Logic (36390)

+

სტატისტიკა
0.18743