ფეხბურთი

18:50 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” რიკო “ფულჰემში” გაანათხოვრა

“სევილიას” მეკარე დიეგო რიკო კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს. “ფულჰემის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 24 წლის კიპერი ლონდონურ კლუბში 2018/2019 წლების სეზონს იჯარით ჩაატარებს.

ანდალუსიელთაგან რიკოს გაშვება საკმაოდ მოულოდნელი გახლდათ, რადგან ოთხი სეზონის განმავლობაში ძირითად მეკარედ ითვლებოდა. მან 2014 წლიდან მოყოლებული “დალაქების” კარი 169-ჯერ დაიცვა.

რიკოს ესპანეთის ნაკრების მაისურით 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული: 2016 წელს სამხრეთ კორეასთან მოგებულ (6:1) ამხანაგურ მატჩში ბოლო 16 წუთი ითამაშა. სერხიო ევრო 2016-ზე “ფურია როხას” განაცხადში იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116743